LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციების ნაწილში დარღვევები და ფაქტობრივი უზუსტობები აღმოჩნდა – TI

122
ფ (11)

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა. მათი ინფორმაციით, განხილული დეკლარაციებიდან 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა.

“მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე”, – აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია – ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, ზესტაფონის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებზე, რომლის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

 

ფოტო: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”