საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსებზე იმსჯელა და რეკომენდაციამდე მივიდა: რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშით დაუშვან, თუმცა არის ერთი პირობა – თუ ომის წინააღმდეგ გამოვლენ.
სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომლებიც დაკავშირებული რუსეთის არმიასთან, ძალოვან სტრუქტურებთან ან უსაფრთხოების სამსახურებთან.
ყველა სხვა სპორტსმენს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა სპორტის ინდივიდუალური სახეობებში, იმ პირობით, თუ ისინი ომს მხარს არ უჭერენ.
„სპორტულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში კონკრეტული სპორტსმენების მონაწილეობის თაობაზე“, – განაცხადა სოკ-ის ხელმძღვანელმა, თომას ბახმა.
ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ცხადია არ ეთანხმებიან მოსკოვში და ისინი შეზღუდვებს პოლიტიკურს უწოდებენ.