ბრიტანეთში მცხოვრებმა ყოფილმა მასწავლებელმა ოლივ ედვარდსმა 109 წლის იუბილე იზეიმა და თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ სიჯიუტე დაასახელა. Metro-ს ინფორმაციით, ქალმა განსაკუთრებულად გამოყო სამჯერადი კვებაც.
როგორც ქალმა ჟურნალისტებს უთხრა, მას ძალიან უყვარს ზღვის პროდუქტი, იღებს ბევრ წყალს, დიდ დროს უთმობს კითხვას და კერვას. ის ცდილობს რაც შეიძლება დიდ ხანს იყოს აქტიური და სხვადასხვა გასართობებზე უარი არ თქვას.
„როდესაც 80 წლის ვიყავი შვილიშვილებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი“.
კითხვაზე, თუ რა არის მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, ედვარდსმა უპასუხა, რომ ის საკვებს დღეში სამჯერ იღებს და ამასთან, ძალიან ჯიუტია.
„ჩემი საიდუმლო ისაა, რომ არასდროს ვნებდები, ყოველთვის ვაგრძელებ მოძრაობას“.
ბრიტანელი მთელი ცხოვრება სკოლაში მუშაობდა, ორი მსოფლიო ომი გადაიტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასაც საკუთარი თვალით უყურა. მას ორი ქალიშვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს.