LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ჩიქოვანი „პოსTV-ის“ წინააღმდეგ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურასა და შსს-ში სარჩელის შეტანას გეგმავს

115
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ჩიქოვანი და მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ტელეკომპანია „პოსTV-ის“ წინააღმდეგ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

ჩიქოვანი მზადაა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ეს არ არის მხოლოდ დიმიტრი ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული ქმედებები. ჩვენ აქ ვნახეთ, თუ როგორ ბოროტად იქნა გამოყენებული სახელმწიფო პოლიციური რესურსები არარსებულ ფაქტებთან, არარსებულ დანაშაულთან დაკავშირებით. ათეულობით პოლიციელი არამხოლოდ მოცდა, თვითონვე მოუწიათ შეჭრა დიმიტრი ჩიქოვანის ოჯახში, იქ პოლიციის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა ძალიან უსიამოვნო, უხერხული სიტუაცია. ეს ადამიანები რეალურად დანაშაულს, კრიმინალს უნდა ებრძოდნენ და ამ დროს სრულიად უდანაშაულო ადამიანის ოჯახში ათეულობით პოლიციელმა მოიყარა თავი, ირღვეოდა დიმიტრი ჩიქოვანის უფლებები. ეს ეხებოდა ჩვენი საჩივრის ერთ ნაწილს. ასევე, ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას. მე, როგორც დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატი და დიმიტრი ჩიქოვანი, ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ვემიჯნებით და ვგმობთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ ფაქტს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა. თუმცა, ფაქტები რის ირგვლივაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავსი დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით და ავხსნათ დეტალურად, რომ ეს იყო არა ჟურნალისტზე ძალადობა, არა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, არამედ ეს იყო ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა. შესაბამისად, რაიმე ტიპის დანაშაულზე საუბარი ზედმეტია. ვინაიდან დაიწყო ამ საკითხზე გამოძიება, ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ მზადყოფნას გამოვცხადდეთ საგამოძიებო სამსახურში და წარვადგინოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დაადასტურებს, რომ არანაირ კრიმინალს არ ჰქონია ადგილი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები