LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ტუჩებია წელს ტრენდული – სილამაზის აკადემია

15
ნინო-გოგიბერიძე

როგორი ტუჩებია წელს ტრენდული – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” კოსმეტოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

ოგორი ტრენდებია წელს ტუჩის აუგმენტაციასთან დაკავშირებით?

გაზაფხული დადგა და ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა გახდა ტუჩის აუგმენტაცია (კონტურული პლასტიკა). 2023 წლის ანტიტრენდია ტუჩი-ბანტი, დიდი ტუჩები, ეს ტრენდი ჩაანაცვლა ბუნებრივთან მიახლოებულმა ტუჩებმა, რას ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თქვენი ტუჩის ფორმა და მხოლოდ გავაუმჯობესოთ, დავატენიანოთ, გავასწოროთ წვრილი ნაოჭები და მივცეთ ტუჩებს ახალგაზრდა ბუნებრივი და მიმზიდველი იერი.

არსებობს ტუჩების სილამაზის სტანდარტები?

დიახ, ეს სტანდარტები იცვლება დროთა განმავლობაში, მაგრამ ბუნებრიობა ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ. ტუჩი ლამაზია,  როცა გამოკვეთილია ტუჩის კონტური, ზედა ტუჩი 2-4 მმ უფრო პატარაა, ვიდრე ქვედა ტუჩის ზომა.

როცა ჩვენ ვმუშაობთ ტუჩის ზონაზე, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ სწორი პრეპარატი,რომელი არ იგრძნობა და კარგად იშლება ქსოვილებში, რათა არ შევზღუდოთ პაციენტის მიმიკა.

ასევე ვმუშაობთ მთლიან ზონაზე, იმისთვის რომ გავაუმჯობესოთ მთლიანი ზონა და არა მხოლოდ ტუჩები. ასევე მოთხოვნადი გახდა ტუჩების დატენიანება ბიორევიტალიზანტებით, რაც აძლევს ტუჩებს ბუნებრივ ჯანსაღ იერს.

რა არის კონტურული პლასტიკა?

ეს არის ფილერების( შემავსებლების) შეყვანა სახის სხვადასხვა ზონებზე. გამოიყენება ნაოჭების შევსებისთვის, დაკარგული მოცულობის აღდგენისთვის, ტუჩის ფორმისა და მოცულობის აღდგენისთვის, ცხვირის ფორმის შეცვლისთვის,ასევე ლიფტინგისთვის.

როდის არის საჭირო კონტურული პლასტიკა?

ახალგაზრდა პაციენტები უმეტესად მოგვმართავენ ტუჩების აუგმენტაციისთვის,ხოლო ასაკობრივი პაციენტები უკვე მოცულობის და კონტურების აღსადგენად,რადგან ასაკი იწვევს სახის ფტოზს( ცხიმოვანი ბალიშების ჩამოწევას) და ჩვენ გვსურს დავაბრუნოთ ჩამოწეული სახე რამდენიმე წლით უკან და მივცეთ ახალგაზრდა იერი.

რა ზონებში გვჭირდება ფილერები და რატომ?

ფილერები შეგვყავს ყვრიმალის ზონაზე და საფეთქელს ზონაზე-ლიფტინგისთვის,ქვედა ყბაზე და ნიკაპზე მკვეთრი ოვალისთვის,ასევე ვისაც აწუხებს შავი წრეები თვალქვეშ ესეც შესაძლებელია გამოვასწოროთ,ასევე შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ტუჩის ფორმა და შევასწოროთ ცხვირის ფორმა. მნიშვნელოვანია სწორი ფილერი სწორ ზონაზე და შრეში გამოვიყენოთ,რადგან უამრავი ფილერია კოსმეტოლოგიურ ბაზარზე და პაციენტმა არ იცის და არც უნდა იცოდეს რა სად უნდა გამოიყენოს,ამიტომ მნიშვნელოვანია გავიკეთოთ ყველა პროცედურა კლინიკაში,კვალიფიცირებულ ექიმთან,სერტიფიცირებული ფილერებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები