Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თუთიყუში მკვლელობის მოწმე გახდა და პოლიციას დამნაშავის დაჭერაში დაეხმარა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუთიყუში მკვლელობის მოწმე გახდა და პოლიციას დამნაშავის დაჭერაში დაეხმარა

114
324545

ინდოეთის სასამართლომ ორ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი მათ მიერ ჩადენილი მკვლელობაა, მთავარი მოწმე კი თუთიყუშია. საინტერესო საქმის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს.

დანაშაული ქალაქ აგრაში 2014 წელს ჩაიდინეს. მაშინ ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი შვილებთან ერთად მეზობელ ქალაქში, ქორწილზე დასასწრებად წავიდა, მისი მეუღლე კი სახლში მარტო დარჩა. უკან დაბრუნებულებმა გაიგეს, რომ სახლში მძარცველები შევიდნენ და ქალი მოკლეს. სახლში მცხოვრები თუთიყუში საჭმელზე უარს ამბობდა, რის შემდეგაც დაზარალებულებმა იეჭვეს, რომ შესაძლოა ფრინველი მკვლელობის მოწმე გამხდარიყო.

შედეგად ქვრივმა იმ ადამიანების სახელების ჩამოთვლა დაიწყო, ვინც მისი აზრით შესაძლოა ამ საქმეში გარეული ყოფილიყო. როდესაც მან თავისი ერთ-ერთი ნათესავის სახელი ახსენა, ფრინველი თითქოს გაგიჟდა, გალიის დანგრევა დაიწყო და თან ყვიროდა. თუთიყუშის ასეთი რეაქციის გამო პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავება გადაწყვიტა.

დაპატიმრებულმა მკვლელობა აღიარა და თანამზრახველის ვინაობაც დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები