კომპანიამ Chevrolet ჟენევის ავტოშოუს უკანასკნელ საგამოფენო დღეს დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი მოუწყო, რაც უახლესი სპორტქარის Corvette Grand Sport ოფიციალურ პრეზენტაციაში გამოიხატა…
უნიკალური დიზაინი, მძლავრი ძრავი და აგრესიული ვიზუალი ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობად იქცა. სპორტქარი, რომელიც გაყიდვაში შემდეგი წლიდან გამოჩნდება, აღჭურვილია 6,2 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 460 ცხენის ძაალაა და 7 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მუშაობს.
ახალი Corvette მთლიანად კარბონის დეტალებისგანაა დამზადებული, რამაც ხელი შეუწყო ავტომობილის მასის შემცირებას, ამასთანავე გაუმჯობესდა მისი დინამიური მახასიათებლებიც. მაღალეფექტური სამუხრუჭე და გზის მონიტორინგის უნიკალური სისტემები კიდე უფრო დახვეწილსა და შთამბეჭდავს ხდის ავტომობილს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი Chevrolet Corvette Grand Sport გაყიდვაში 2016 წლის მიწურულს გამოჩნდება და თავდაპირველად ამერიკულ ბაზარზე გაიყიდება, 2017 წლიდან კი Chevrolet-ის დილერები ევროპის ბაზარსაც დაიპყრობენ…