ფორმულა-1-ის ბოლიდი, რომელსაც მიხაელ შუმახერი მართავდა ,გასაყიდად გამოიტანეს. საკმაოდ ხანგრძლივი სარბოლო კარიერის განმავლობაში შუმახერმა არაერთი შეჯიბრი მოიგო და ჩემპიონის 7 ტიტულიც მოიპოვა. წარმატების დიდი ნაწილი იმ პერიოდს ემთხვევა, როცა გერმანელი Ferrari-ს გუნდში იყო და წითელ „ნადირს“ მართავდა. უნიჭიერესი მრბოლელის გულშემატკივრებს ახლა საშუალება ეძლევათ, რომ უნიკალური ბოლიდის მფლობელები გახდნენ, მანქანის რომელმაც შუმახერს პირველი ტიტული მოუტანა.
აუქციონის ახალი ლოტი Ferrari F1-2000 იქნება, მოდელი რომლითაც გერმანელი მრბოლელი 2000-იან წლებში გამოდიოდა. არაერთი გამარჯვების შემდეგ სპორტქარი უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა.
3 აპრილიდან 12 აპრილამდე კი Rm Sotheby’s დახურულ აუქციონზე Ferrari F1-2000 ახალ მფლობელს იპოვის. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მანქანა გამყიდველს დაახლოებით 10 მილიონი დოლარით გაამდიდრებს.