ამერიკელები შეძლებენ, რომ Hyundai Ioniq 6-ის ელექტროქარი 2 წლის განმავლობაში უფასოდ დამუხტონ. აქციაში ჩაერთვება დასამუხტი სადგურების მასშტაბური ქსელი Electrify America, რომელიც ელექტროქარების პოპულარიზაციისთვის წარსულში სხვა დიდ ბრენდებთანაც თანამშრომლობდა. ამიერიდან კი სიახლით Hyundai-ს მყიდველებიც ისარგებლებენ და 2 წლის ათვლა, ელექტრონული სედანის შეძენის წამიდან დაიწყება.
Hyundai Ioniq 6-ისთვის დამუხტვის ნახევარ საათიანი სეანსი წესით საკმარისი უნდა იყოს, რამეთუ სედანს ენერგიის 10-დან 80%-მდე შესავსებად სულ რაღაც 18 წუთი სჭირდება. ყველა სადგური სპეციალურ აპლიკაციაშია გაერთიანებული და დამუხტვის პროცესისთვის თვალის დევნება მარტივი იქნება.
დამატებითი საფასურის სანაცვლოდ კომპანია სახლის მოწყობილობასაც გასცემს – HomeStation-ის დახმარებით დამუხტვის მაქსიმალური სიჩქარე 9,6 კილოვატი იქნება.