LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორისტებმა მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში” – პარლამენთან საპროტესტო აქცია იმართება

119
337298106_904871707241343_8755419211848768415_n

საქართველოს პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა არ დაუშვან 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, თუნდაც ნეიტრალური დროშის ქვეშ.

“უკრაინელი მეგობრები ჩვენთან ერთად აწყობენ აქცია-პერფორმანს, რომ რუსეთი და ბელარუსი, ეს ორი აგრესორი არ იყოს დაშვებული ოლიმპიურ თამაშებზე. ამისთვის შევაგროვებთ ხელმოწერებსაც. ჩვენ მოტანილი გვაქვს ოლიმპიადის ლოგო, რომელიც არის წითლად შეღებილი, რადგან ეს არის ერთგვარი სისხლის სიმბოლო, რადგან იქ თუ რუსეთი და ბელარუსი, ეს ორი ტერორისტი მიიღებს მონაწილეობას ეს ლოგო სწორედ ასეთი იქნება. არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორისტებმა მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები