მევლუდ მელაძე შტატებში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა. თავიდან ოჯახი – ჟურნალისტი მეუღლე – სალომე გველესიანი და შვილები წაიყვანა. შემდეგ სალომე თბილისში ბავშვებთან ერთად დაბრუნდა. მევლუდი საქმეების მოსაგვარებლად დარჩა და მის აქ გამოჩენას არავინ ელოდა. წლევანდელი ოქროს საჭის დაჯილოდვებაზე კი მრბოლელმა ყველას სიურპრიზი გაუკეთა და ფორმულა ალფას კლასში წლის გამარჯვებულების გამოვლენისას, სცენაზე გამოვიდა.