LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ 5 დეპუტატი, რომელთაც პარლამენტის მანდატი შეუწყდათ

216
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და ასევე, გიორგი ამილახვარის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს.

  • ირაკლი კოვზანაძე – უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდა.

დანარჩენი ოთხი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება გახდა.

  • გიორგი ამილახავარი – დაინიშნა განათლების მინისტრად;
  • გიორგი ხელაშვილი – დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
  • ნინო იობაშვილი – დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
  • ვლადიმერ ჩაჩიბაია – დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები