მატჩის წინ „ჩელსის“ ფეხბურთელები ერთი და იმავე პისუარში შარდავენ.
არისტოკრატების კაპიტანი მოყვა, თუ რატომ ყოვნდებიან გასახდელში.
„ძალიან ცრუმორწმუნე ვარ, და თუ თამაშს მოვიგებთ, მომდევნო ჯერზე კიდევ უფრო ცრუმორწმუნე ვხვდები. გასულ სეზონში ეს ბევრად აქტუალური იყო. გასახდელში სამი პისუარი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიყენებთ. ეს მრავალი წლის წინ ლემპარდთან ერთად დავიწყე. როდესაც ეს პირველად გავაკეთეთ, მოვიგეთ. მერე ეშლი კოული შემოგვიერთდა.
ერთ კვირაში უკვე ოთხნი ვიყავით, შემდეგ ხუთნი. ახლაც ერთ დიდ რიგში ვდგებით. რამდენი თვის წინ ჩვენი კლუბის მდივანმა მითხრა, რომ ასოციაციიდან საჩივარი მოვიდა, რომ გასახდელიდან გამოსვლას დიდ დროს ვანდომებთ. მაშინ სითამამე არ მეყო მეთქვა, ეს იმის გამო, რომ მოსაფსმელად რიგს ველოდებოდით“, – ტერის სიტყვები Daily Star-მა აუწყა საზოგადოებას.