LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ”ქოცურ ნარატივს ნუ აჰყვებით, უხერხულია” – ლევან ხაბეიშვილი ნინო ჟიჟილაშვილს

314
BeFunky-collage - 2023-03-23T225724.896

ქოცურ ნარატივს ნუ აჰყვებით, უხერხულია, – ასე უპასუხა ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა, ნინო ჟიჟილაშვილს შემდეგ შეკითხვას: „ჩვენ ყველას გვახსოვს, როდესაც თქვენ კენჭს იყრიდით პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, განაცხადეთ, რომ მენეჯმენტის ცვლილებით ეს საკითხი გააქტიურდებოდა და სააკაშვილის ფიზიკურ გამოხსნასაც აანონსებდით. ფიზიკურზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ახერხებთ თუ არა აქტიურობას იმ დონეზე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს სხვა გზა, გარდა სწორი გადაწყვეტილების მიღების”.

ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მან ფიზიკურ გამოხსნაში აქტიურობა იგულისხმა და უკან დახევას არც ახლა აპირებს.

„ფიზიკურ გამოხსნაში მე აქტიურობა ვიგულისხმე და არ მგონია ვინმეს ნანახი ჰქონდეს, რომ ხაბეიშვილს უკან დაეხიოს. ამ ქოცურ ნარატივს ნუ აჰყვებით, უხერხულია მუდმივად საუბრობდე და კითხვას სვამდეთ იმაზე, რომ ვინმე სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის”, – საუბრობს ხაბეიშვილი.

ჟიჟილაშვილის თქმით, ეს თავდასხმაა და ასეთ საქციელს ის აუცილებლად უპასუხებს.

„ჩემთვის ქოცური ნარატივის დაბრალება კორექტული არ არის და ამაზე აუცილებლად უნდა გამოგეხმაუროთ. მე დავსვი კითხვა და თავს თუ დამესხმებით აუცილებლად გიპასუხებთ. კითხვა თავდასხმა არ არის. მე გეკითხებით, ახერხებთ თუ არა პირობის შესრულებას და ქოცური ნარატივი სწორედ ის არის, რომ კითხვას თავდასხმად მიიჩნევთ”, – პასუხობს ხაბეიშვილს ჟიჟილაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები