2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე 39,565 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა -1.5% შეადგინა.
“2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3.5%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 7,065 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40.6%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 192.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 11,152 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.6%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 178.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 8,975 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 179.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია”, – აღნიშნულია კვლევაში.