მექსიკური სერიალების ვარსკვლავს, ვიქტორია რუფოს მსოფლიო იცნობს. გარდა იმისა, რომ მსახიობს საქვეყნო აღიარება მოუტანა სერიალმა „უბრალოდ მარია“, მის ანგარიშზე უამრავი კომერციული და პოპულარული ტელენოველაა. მათ შორისაა „ცრემლების გვირგვინი“, რომლის მეორე სეზონს ახლა იღებენ.
ცოტამ თუ იცის, რომ ვიქტორიას ჰყავს და, გაბრიელა რუფო, რომელიც 56 წლისაა. ის ასევე მსახიობია და მისი ხილვა უამრავ მექსიკურ ტელენოველაშია შესაძლებელი. მისი ბოლო სერიალი 2019 წლით თარიღდება, მართალია ის ისეთი პოპულარული არაა, როგორც ვიქტორია, თუმცა, ლათინოამერიკული სერიალების მოყვარულები მას კარგად იცნობენ. საინტერესო კი ისაა, რომ გაბრიელა საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ დას, განსხვავებით ვიქტორიასგან ის ქერათმიანია, თუმცა, მსგავსება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთ ფოტოზე დებს ვერც კი განასხვავებთ.
,,ცრემლების დედოფალი” ეკრანებზე ბრუნდება – ლეგენდარული ვიქტორია რუფო ახალ მექსიკურ ტელენოველაში
ვიქტორია რუფო და მისი ეკრანული შვილები სერიალიდან „დედინაცვალი“, წლების შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ
„როგორ მოგწონთ ახალი ვარცხნილობა?“ – 60 წლის ვიქტორია რუფო ახალი იმიჯით გამოჩნდა