LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტომ კრუზს ერთადერთი ბიოლოგიური შვილი 10 წელია არ უნახავს“ – უახლესი დეტალები

306
page

ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი 2006-2012 წლებში იყვნენ დაქორწინებულები. 2006 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც სური დაარქვეს. 2012 წელს წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა, შემდეგ იყო მეურვეობის შესახებ სასამართლო დავა, რომელიც კეტიმ მოიგო. საბოლოოდ კრუზს ექს-მეუღლესა და ქალიშვილისთვის, მის სრულწლოვან ასაკამდე წელიწადში 400 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.

ტომს თავის ერთადერთ ბიოლოგიურ შვილთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. მას სური უკვე 10 წელია თვალით არ უნახავს. ამის შესახებ მედიას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა.

ახლახან, ვარსკვლავური დედა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს, სურის გამოჩენამ ფურორი მოახდინა, გოგონა საოცრად ლამაზია.

ინსაიდერის განცხადებით, მომავალ თვეში სური კოლეჯი ჩააბარებს, მას ნიუ-იორკში მოდის შესწავლა სურს.

ნახეთ ტომ კრუზის ერთადერთი ბიოლოგიური შვილი – კეტი ჰოლმსმა 16 წლის ულამაზესი ქალიშვილი გამოაჩინა

„ტომ კრუზი „ოსკარის” ცერემონიალზე ნიკოლ კიდმანის გამო არ მივიდა“ – დასავლური მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები