LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად”, – ხატია დეკანოიძე ენმ-ის დატოვებაზე

130
251602_cover_b

“ამაზე ნაფიქრი მაქვს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ტოვებს თუ არა პარტიას.

მისი თქმით, ამ საკითხზე საპარლამენტო ბოიკოტის კონტექსტში უფიქრია, რადგან მას არ ეთანხმება.

„მე ჩემს გადაწყვეტილებას მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებას გამცნობთ ჩემი მხრიდან, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით. გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული”, – განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები