LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს

125
Untitled design (2)

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ წერს, რომ „საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს“.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის მთავარი თემა 2022 წლის ივნისის [ევროკომისიის] მოსაზრებაში ჩამოყალიბებული 12 პრიორიტეტის შესრულების გზები იყო.

„საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ“, – წერს ვარჰეი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები