პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ აღლუმზე გამოჩნდნენ, სადაც მეუღლეებს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, რიგითი მაყურებელიც შეხვდნენ. ამ დღეს 41 წლის უელსის პრინცესა ბრწყინავდა „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს ცისფერ პალტოში. ეს გახლდათ თვლებითა და ქამრით გაფორმებული პალტო, რომელიც ხელნაკეთი ორნამენტებით იყო მოქარგული.
ანსამბლს უელსის პრინცესამ ამავე ფერი შლაპა და ფეხსაცმელი შეუხამა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ქეით მიდლტონი, ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა.
ქეით მიდლტონი „ერდემის” 3600 დოლარიან ორეულსა და პრინცესა დაიანას სამკაულით გამოჩნდა
ქეით მიდლტონი უელსში „ზარას“ 24 დოლარიანი ქვედაბოლოთი გამოჩნდა
ქეით მიდლტონი „ბაფტაზე” იმავე კაბით მივიდა, რომელიც ამ ღონისძიებაზე ორი წლის წინ ეცვა