LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების კანონი ალბათ ერთ წელი არ ამოქმედდება

86

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ  შსს-ს კანონპროექტის ამოქმედების ვადამ ერთი წლით გადაიწია. ინფორმაციას სოქ-ქსელის დახმარებით საპროტესტო აქციებისა და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ზურაბაშვილი ავრცელებს და მადლობას უხდის ყველას გაწეული დახმარებისთვის.

“საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სადაც მათ დაპირდა კანონის ამოქმედების 1 წლით გადაწევას” – ამ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მთავრობა.

მინდა საორგანიზაციო ჯგუფის პოზიცია დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით:

პირველ რიგში, რომელი კანონის ამოქმედებაზეა საუბარი ჯერ მხოლოდ ერთმა კომიტეტმა განიხილა, ამის გარდა კარგია თუ იმ აზრამდე მივიდნენ რომ მინიმუმ 1 წელი ეს კანონი არ ამოქმედდეს. ეს მცირედით, მაგრამ მაინც დაეხმარება ბიზნესსსექტორს. თუმცა,  ჩვენთვის საზოგადოებისთვის და ავტომოყვარულებისთვის მიუღებელია, თუნდაც 1 წლის შემდეგ კანონის ამოქმედება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ საერთოდ ამოიღონ ახალი კანონპროექტიდან აკრძალვის პუნტქები.

მეგობრებო მინდა მადლობა მოგიხადოთ საორგანზიაციო ჯგუფის სახელით, რომ არა თქვენი ასეთი აქტიურობა დამიჯერეთ, ჩვენ ამ შედეგზე ვერ გავიდოდით, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ ვიყოთ ყურადღებით, ჩვენი მოთხოვნა უცვლელია “არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას”.

P.S

ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ მოქმედი მთავრობის მორიგ დაპირებას, არ არის გამორიცხული ამ განცხადებით სურთ ჩვენი ყურადღება მოადუნონ, ამიტომ იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და თქვენი ფხიზლადყოფნის.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები