LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ირაკლი ღარიბაშვილი იმდენად მიჩვეულია, რომ პაიკივით აიღებენ და გადადგამენ, რომ გაოცებულია იმით, რომ ახალგაზრდები ასე არ ვაზროვნებთ“ – პეტრე კოლხის შვილი აქციებზე

267
Untitled design (1)

მამა პეტრე კოლხის შვილი მარიამ კვარაცხელია, რომელიც სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრია, ფორმულას“ გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განცხადებით, აქციები კარგად იყო თვითორგანიზებული სტუდენტების მხრიდან და სწორედ ამან განაპირობა მათზე „თავდასხმა“ ხელისუფლების გარკვეული ნაწილის მხრიდან.

„კარგი გამოთქმაა: „მელას, რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო“. ირაკლი ღარიბაშვილი იმდენად მიჩვეულია, რომ პაიკივით აიღებენ და გადადგამენ, რომ გაოცებულია იმით, რომ ახალგაზრდები ასე არ ვაზროვნებთ. არავის მივცემთ საშუალებას, აგვიღონ და სადღაც დაგვდგან. უნდათ, რომ ამ მარწუხებში მოგვაქციონ, რაშიც თვითონ არიან და ცხოვრობენ.

ძალიან ცუდი, რაღაცაც აკეთებს „ქართული ოცნება“. ახალგაზრდებში პოლიტიკა გახადა სამარცხვინო… ჩვენ ამ ნაჭუჭიდან გამოვედით და ამაზე არიან გაბრაზებულები.

ახალგაზრდები გამოიყვანა იმის შიშმა, რომ დაინახეს მათ ართმევენ ევროპულ მომავალს, ქვეყანას, მომავალს უყიდიან. სწორედ ამან გამოგვიყვანა“, – აცხადებს მარიამ კვარაცხელია.

 

„ღარიბაშვილი მიჩვეულია, რომ პაიკივით აიღებენ და გადადგამენ“ — მარიამ კვარაცხელია

? „ირაკლი ღარიბაშვილი იმდენად მიჩვეულია, რომ პაიკივით აიღებენ და გადადგამენ, რომ გაოცებულია იმით, რომ ახალგაზრდები ასე არ ვაზროვნებთ“ — მარიამ კვარაცხელია, სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯი“

Posted by მე-17 სართული on Saturday, 18 March 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები