Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ედუარდ სააკაშვილი: მართლა ვფიქრობ, რომ მამაჩემი ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედუარდ სააკაშვილი: მართლა ვფიქრობ, რომ მამაჩემი ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა

163
ედუარდ სააკაშვილი

„მართლა ვფიქრობ, რომ ის ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის სურვილი აქვს, თუმცა ჯერი ახალა ხელისუფლებაზეა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები, რომ „სააკაშვილი არ ჭამს და თავს იზიანებს“, ედუარდ სააკაშვილს უქმნის განცდას, რომ „საზოგადოების შემზადება ხდება მისი შესაძლო სიკვდილისთვის“.

„მართლა ცუდად არის და მართლა შეიძლება მოკვდეს. ის მიზეზები თუ რატომ შეიძლება ჰქონდეთ ოდნავ ნაკლები ემპათია ან თანაგრძნობა – მესმის რატომ. მაგრამ ვერ შევალ მდგომარეობაში, რომ მამაჩემის სიკვდილი მისაღებია. მართლა ვფიქრობ – ეს არ არის რაღაც ნარატივის ნაწილი, ეს არ არის PR-ის ნაწილი, მართლა ვფიქრობ, რომ ის ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა. ესაა ჩემთვის მთავარი საკითხი. მამაჩემს აშკარად აქვს სურვილი იცოცხლოს. ახლა არის უკვე სისტემის, ხელისუფლების ჯერი, თუ მართლა არ უნდათ მისი სიკვდილი. ბოლო დროს, როცა ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ “კი სუსტადაა, მაგრამ ეს მისი ბრალია, ის თავს იზიანებს”, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ ხდება საზოგადოების შემზადება მისი შესაძლო სიკვდილისთვის. მგონი მზად იყო პატიმრობისთვის, მაგრამ არა ამ ტიპის – ფიზიკური სიცოცხლის განადგურებისთვის, რაც მას მოუვიდა“, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები