LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და დროებით ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა

129
BeFunky-collage - 2023-03-16T235151.709

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს ალან გაგლოევს შეხვდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

„მე არ ვაპირებ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღწერას. აქ, ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია, ისინი განსაკუთრებული ხასიათისაა”, – განაცხადა პუტინმა კრემლში.

ალან გაგლოევმა ვლადიმერ პუტინი ე.წ „სამხრეთ ოსეთში” დაპატიჟა.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავს და ვისარგებლებ შემთხვევით და მიგიწვევთ სამხრეთ ოსეთში, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარს.

2008 წლის აგვისტოც გვახსოვს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ერი პრაქტიკულად სრული განადგურების საფრთხის ქვეშ დადგა, მაგრამ სრულიად სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილებები გამო აგრესორი შეჩერებულ იქნება“, – განაცხადა გაგლოევმა მოლაპარაკებებზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები