LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა.. ახლა პარტია აღდგენის გზაზეა – ვანო მერაბიშვილი

129
ფორტუნა - 2023-03-16T123927.678

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ არხს, Freedom TV-ს მისცა ინტერვიუ სადაც, საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართველებს ეშინიათ პუტინის, არ ვფიქრობ, რომ მათ უყვართ ივანიშვილი, თუმცა ამჟამად ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან“.

„მათ მართლა ეშინიათ პუტინის, რადგან სულ მცირე ყოველ მეხუთე ქართველს უნახავს რუსული ტანკები საკუთარი თვალით 2008 წელს და, რაც ყველაზე ცუდია, ყველამ გაიგო, რომ დასავლეთს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, არ გაუპროტესტებია ეს ქმედება. მეტიც, გახსოვთ, დასავლური საზოგადოებრივი აზრი ხშირად საქართველოს ადანაშაულებდა ამ ომის გამო. ეს ქართველებმა დაინახეს და ამან მათზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ახლა მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ პუტინის, მე არ ვფიქრობ, რომ მათ უყვართ ივანიშვილი, თუმცა ამჟამად ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ თუ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება, თუ რუსეთი რეალურად არ დაესხმება თავს, სულ მცირე იქნება ის, რომ თუ უკრაინას ესვრიან 60 რაკეტას, 10-ს ესვრიან საქართველოს. რა თქმა უნდა, ქართველებს ამის ეშინიათ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილის თქმით, მთავარია ის, რომ ქართველებს აქვთ პუტინის შიში, ასევე მეორე ფაქტორია ოპოზიციის არააქტიურობა. მისი თქმით, ნიკა მელია პასიური იყო.

„საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგს.

პარტიაში ჩატარდა რიგგარეშე შიდა არჩევნები ამ პარტიაში, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინაში ომზე, არაფერზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ადამიანებმა ჩაატარეს რიგგარეშე არჩევნები და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წააგო ამ არჩევნებში.

ჩვენ ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელექტრონულად დარეგისტრირდა და მოქმედი თავმჯდომარე დამარცხდა ახალგაზრდასთან. ყველაფერი ძალიან შეიცვალა, თუ ბოლო კვირებში უყურებთ ტელევიზორს, მთელ საქართველოში ახლა ტარდება მრავალი აქცია. პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, არათუ არ გაემართათ საპროტესტო აქციები, ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ დაინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც. აი ეს ორი მიზეზი დაემთხვა, მთავარი, რა თქმა უნდა, პუტინის შიში და მეორე – ოპოზიციის სისუსტე, სისუსტე არა, მოდით, ვთქვათ, არააქტიურობა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ  ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები იგეგმება.

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს: მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას

ვანო მერაბიშვილი: მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში

ვანო მერაბიშვილი: საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დაეხმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები