სასამართლოს სურს ”ბარსელონას” ფორვარდის, ნეიმარის თვითმფრინავსა და იახტას ყადაღა დაადოს.
ბრაზილიელს გადასახადების გადახდა ორი წელის განმავლობაში დაავიწყდა.
სასამართლომ ფეხბურთელის 43 მილიონი ევროს ქონებას ყადაღა ერთხელ უკვე დაადო და ნეიმარის აპელაცია არ მიიღო.
Globo Esporte-ს ინფორმაციით, ამჯერად სასამართლომ შვიდ მუნიციპალიტეტსა და სამოქალაქო ავიაციის ნაციონალურ სააგენტოს მიმართა თხოვნით, დაებლოკათ ფეხბურთელისათვის თვითმფრინავის გამოყენება. შესაძლოა ნეიმარმა 2012 წელს შეძენილი იახტით სარგებლობის უფლებაც დაკარგოს.
ბრაზილიის მთავრობა განაგრძობს ნეიმარის მიერ 14 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვის საქმის ძიებას. ფეხბურთელმა კანონი 2011-13 წლებში დაარღვია, როდესაც ”სანტოსში” თამაშობდა.
ბრაზილიელის თვითმფრინავი 4 მილიონი ევრო ღირს, იახტა კი 3,5 მილიონი.