LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დააგროვე შენი მომავალი თავისთვის” – “ლიბერთის” ახალი აქცია ვადიანი ტიპის ანაბრებზე

122
დ (25)

“ლიბერთი” მომხმარებლებს  ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე, საუკეთესო სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე მიიღოს მაღალი სარგებელი.

“ლიბერთის  მიზანია ჩვენს მომხმარებლებს   მუდმივად შევთავაზოთ  მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, სერვისები  და ახალი პირობები.

დეპოზიტებზე გამოცხადებული საგაზაფხულო აქცია,  სრულად  პასუხობს ბაზარზე მომხმარებლების მთავარ ინტერესს –

დეპოზიტის გახსნის გადაწყვეტილების მიღებისას,  არჩევანი გააკეთოს  სანდოობასა და სტაბილურობაზე და მიიღოს მაქსიმალურად მაღალი სარგებელი.  

ახალი აქციის ფარგლებში, გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ჩვენი ბანკის არსებულ მომხმარებელს, ასევე იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ამჟამად დეპოზიტები სხვა ბანკში აქვთ განთავსებული და  სურთ უკეთესი პირობებით  სარგებლობა”, – თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

აქციის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, ვადიანი ანაბრის ან/და სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა როგორც ლიბერთის, ასევე სხვა ბანკების მომხმარებლებისთვის შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:

ვადიანი ტიპის ანაბარი

ლარი – წლიური 13.10%, ეფექტური* 13.23%

დოლარი – ნომინალური 2,20%, ეფექტური* 2,30%

სადეპოზიტო სერტიფიკატი

ლარი- წლიური 13.50 % ეფექტური* 13.50 %

დოლარი – ნომინალური 2.20%, ეფექტური* 2.20%,

*ეფექტური პროცენტი დათვლილია 1000 ერთეულზე 12 თვის ვადით

ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის მობაილ ბანკიდან კიდევ უფრო მაღალი სარგებლით – ლარის ვალუტაში  აქციის პირობებს + 0.1%. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშიც.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები