LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრძელდება ვანდალიზმი, კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი…არც ვიცი რა დავწერო” – თემურ წიკლაურის შვილი ფოტოებს აქვეყნებს

1421
BeFunky-collage - 2023-03-13T230515.550

გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები…კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, – აღნიშნულის შესახებ თემურ წიკლაურის შვილი, ქეთევან წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ”.

„გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები..
კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, პოლიურეთანის სკულპტურა.

შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ…
ახლა კი ეს!
მეგობარმა გამომიგზავნა სურათი, მე არ ავსულვარ დიდი ხანია, ვირუსი მაქვს, სახლში ვარ ერთი კვირაა უკვე…

იცით, არც ვიცი რა დავწერო! მადლობა ,,საქართველო”?…არა, ყველაფერი ზედმეტია….სიტყვები უძლურია…”, – წერს თემურ წიკლაურის შვილი.

თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს: “ვიღაცამ მოგლიჯა, ნახულობდა, ხომ არ იყო ბრინჯაო ან რაიმე ძვირფასი მასალა, რომელიც შემდეგ შეეძლოთ გაეყიდათ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები