LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰანოვერის ფეხბურთელებმა კაზინოს გაძარცვა სცადეს

41

”ჰანოვერმა” ახალგაზრდული შემადგენლობის სამი მოთამაშე კაზინოს გაძარცვის მცდელობის გამო გააგდო.

გეგმა ფეხბურთელებს არასწორი პარკირების გამო ჩაუვარდათ.
ჰანოვერის პოლიციამ კლუბს შეატყობინა, რომ მის სამ მოთამაშეს კაზინოს გაძარცვა სურდათ. ფეხბურთელებმა ავტომობილი ყალბი ნომრებით მოამზადეს, შეიძინეს პნევმატური იარაღი და ნიღბები, თუმცა ძარცვის განხორციელება ვერ შეძლეს.

ფეხბურთელების ავტომობილმა პოლიციის ყურადღება მიიპყრო. წესრიგის დამცველებმა ნომრები გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მოპარული იყო.

დაკითხვის შემდეგ, სამივემ აღიარა დაგეგმილი ძარცვა.
”ასეთ საქციელს ”ჰანოვერის” პრინციპებთან საერთო არაფერი აქვს”, – განაცხადა კლუბის პრეს მდივანმა კრისტიან ბენიგმა.

”ჰანოვერს” 20 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში სულ რაღაც 14 ქულა აქვს და გავარდნის საფრთხის წინაშეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები