LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „პუტლერა კარგავს მედიასივრცეზე კონტროლს და სადავეებს… ყველა ყველას აგინებს“

374
Untitled design (2)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე წერს.

მისი განცხადებით, „ყველაფერში უპირატესობა აქვს ურდოს, მაგრამ ბახმუტს კი არა, პაწაწინა მარიინკას ვერ იღებს და ვერც აიღებს“.

ბუკა პეტრიაშვილი წერს, რომ „ვლადიმერ პუტინი მედიასივრცეზე კონტროლს და სადავეებს კარგავს“.

„#ArmUkraineNow #ukrainewinsin2023

#russiaterroriststate

აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #bუკაdეილიnიუსი მოიდა ორშაფათ დილის ცხელ-ცხელი ამბებით!

ვიდრე მსოფლიო უკრაინის ფართომასშტაბიანი იერიშის მოლოდინშია გაყურსული (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ვინც საერთაშორისო მედიას და ამბებს აკვირდება, უკრაინამ ჩაიწია ახალი ამბების პოზიციებში, მაგრამ ეს არის დიდი შეტევისწინა დაბალი გაზი), ძლიერნი ამა ქვეყნისა აღმოსავლეთში და დასავლეთში არ სხედან გულხედაკრეფილები. კერძოდ, პეკინში უცებ გამოცხვა სიახლე ჩინეთის შუამავლობით ირანსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ, ამაზე დღეს ცოტა მოგვიანებით ჩემი ბლოგი გამოვა ფორბსში და უფრო დაწვრილებით იქ ნახავთ, რავარი “უბედურობა დაატრიალენ” აღმოსავლელელბმა ცისქვეშეთის კანცელარიის ხელშეწყობით. კაია, შიიტი და სუნიტი მოსისხლე მტრები დიპლომატიური ურთიერთობების განახლებაზე რომ თანხმდებიან, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი უკანასკნელი 60-70 წლის მანძილზე იყო აშშ-ს ექსკლუზიური გავლენის სფერო, ახლა კი ძია სიმ იმდენი ჰქმნა, რომ პაპა ჯოს ცხვირწინ აუწაპნა მემკვიდრე პრინცი დე ფაქტო მმართველი მუჰამედ ბინ სალმანი (ეს გაცივება ხაშოგის მკველობის გამო მანამდე იყო დაწყებული), მაგრამ ასე მთლად ირანელებთან შეთანხმების შუამავლობა – თუ მაჩ ბრო, თუ მაჩ . რაცხა უნდა ქნან ბილ ბერნსმა და ენტონი ბლინკენმა, სხვა კოლეგების ჩართულობით, თვარა დაგვენგრა სარაია ახლა ნამეტანი გულსაც ნუ გაიტეხავთ – იმდენი ბაზა აქვს სპარსეთის ყურეში ბიძია სემს, რომ კიდევ ორ მსოფლიოს ეყოფა; მაგი რო იცის ამხანაგმა სიმ, მიზაა რო აპირობს სპარსეთის ყურის ქვეყნების ყველა ლიდერის შეკრებას ვიწრო წრეში თავისთან ჩინეთში. უჰ რა დელიკატესები დაიყრება :))))))

ჩინეთის 12-პუნქტიანი ხედვა ხომ არ დაგავიწყდათ უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტაზე? აღმოსავლელი ვეფხვი აშკარად აგრესიულ ნახტომებზე გადადის!

ეს მე რო ვიცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა და მისმა გარემოცვამ ასჯერ უკეთ იცის. ჰოდა ჩაფრინდა სან დიეგოში (წაყვებოდა კაცი კალიფორნიაში) პატივცემული რიში სუნაკი და შეხვდება პაპა ჯო ბაიდენსა და ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანეზის. აუკუს გახსოვთ რა არის? ავსტრალია დიდი ბრიტანეთი აშშ-ს (ინგლისური აბრევიატურით AUKUS) შეთანხმება ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ფლოტის აშენებაზე. ე მართლა ფუკასავით რო აართვეს ყველამ ერთად მანიუ მაკრონ ქართულად პოსტების დამწერ კაი კაცს (პუტინთან ზარის ჩალიჩს, ერჩივნა თავიდანვე ქართულად სტატუსების წერა – დავეხმარებოდით, მივდგებოდით მოვდგებოდით – ამერიკელებთან, “ასობენათ მასონებთან, როკფელერებთან, მორგანებთან, რავი კიდევ ბევრებთან, სატნებთან მაგნებთან ისთე ვართ თვალის ჩაკვრით” :))))), ის შეთანხმებაა. ჰოდა მაგ ამბავზე დაილაპარიკებენ დღეს სამ კაცში. ჩინეთი ყველას აშფოთებს, ჩინეთი რუსეთს იმონებს, ჩინეთი ირანსაც იხუტებს! ინთერესთინგ ენდ დენჯეროუს – როგორც გავლენის აგენტმა უნდა თქვას, ისე ვიტყოდი ამჯერად მეც :)))))) ვერ მოგართვით! არ იქნება ეგ ამბავი! ჯენ-ზი ბაღნებს ებარებოდეთ :))))))) (2 მყავს ოჯახსა შინა :))!

რა მაგის პასუხია და მოლდოვაში ვაგნერელი გაფსკვანჩეს, მანამდე კიდევ 60-მდე მითამ დემონსტრანტი დააკავეს. ეს რუსული პროექტი თუხთუხებს. აი გაიჩალიჩებს ურდო იქ სანდუს დაძახილზე ჩვენების შეგიგინებას და მერე არ დამიწყოთ, მეორე ფრონტი და დამპყრობელია და აღარ გავა მოლდოვიდანო! როგორც ჩემი ჭკვიანი, ძალ’ან სვეცკი და ნაკითხი თანამოაზრე მეგობარი ამბობს (რო დადგება ფაქტი, მერე დავასახელებ სახელით და გვარით), მოლდოვის გათავისუფლება გადაწყვეტილი ამბავია ჰოდა აი ზღვიდან რო მიადგებიან ჩვენები ჩვენს ისტორიულ მიწა-წყლებს, მერე ნახავენ რუსეთუმეები, სად იზამთრებენ კიბორჩხალები!

მოკლედ, ბრიტანეთის პრემიერი სან დიეგოში, ბრიტანული ჩელენჯერების ესკადრილია – უკრაინაში!

ცოტაცა ხალხო, ცოტაცაააა!

პუტლერა კარგავს მედიასივრცეზე კონტროლს და სადავეებს. ყველა ყველას აგინებს – ზოგი კაპიტულანუტრ მესიჯებს უშვებს. მოკლედ პად შაფე ალკაშე ზახაროვამ, ულვაშასდროინდელი “ატ სავეტსკავა ინფორმ ბიურო” არ გამოგვივაო და ამიტომ მივუშვით თავის ნებაზეო! :))))) კუხარკა პრიგოჟინმა სთქო, ვერ ვიღებო ჯერაო ბახმუტსო, ვერც მარიინკას და ავდეევკასო. თვეში მილიარდი დოლარის მარტო ჭურვები მინდაო. ხო უნდა დაგიყენოთ შენ და შენს ორკესტრს თითო ქობინი სპეც.დნაიშნულების წერტში :)))))))) შეფები არიან ცუდი კაცები თორე მეომრებს მოაქვთ თავისი ჭურვები ავდეევკიდანაცნ კიო – :)))))))

ხრომოვოსთვის მიდის უმძიმესი ბრძოლები, რომ ო0506 ტრასაზე კონტროლი დაამყაროს ურდომ; ბახმუტის სამხრეთითაც ძააალიან მძიმე ბრძოლა მიდის მერამდენე დღეა – იქაც ტრასაზე გაჭრა უნდათ ტ0504-ზე. ბოლო დღეებში ავიაცია გააქტიურა ურდომ, მართვადი რაკეტების მარაგი შეუვსიათ ურდოსებს.

ცოცხალი ძალა – არტილერია – ახლა კიდე ავიაცია – ყველაფერში უპირატესობა აქვს ურდოს, მაგრამ ბახმუტს კი არა, პაწაწინა მარიინკას ვერ იღებს. ვერც აიღებს!

კრემინა-სვატოვო-კუპიანსკი პოზიციური ბრძოლები იყო!

აი რო არ ეშვებიან ამ უადგილო ადგილას თითის ჩხიკინს ამ ჩვენს ვუჰლედარში! ისევ ბომბავდნენ გუშნ და იერიშიც სცადეს – უფ ლაივში კამიკაძე დრონმა ისე დაშხოშიანად მიადუღა ურდცოს ტანკი და ბეემპე, აბა აჩუ აქედანო უთხრეს ჩვენებმა!

უკრაინა 2023-ში გაიმარჯვებს უეჭველად! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში, ესეც უეჭველად! პუტლერის ბოროტების იმპერია უნდა ჩამოინგრეს, ეს ხო ქვასმხეთქავ უეჭველად!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

 

#ArmUkraineNow #ukrainewinsin2023
#russiaterroriststate

აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #bუკაdეილიnიუსი მოიდა…

Posted by Buka Petriashvili on Sunday, 12 March 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები