LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სტრასბურგში მიემგზავრებიან: გიორგი ჩალაძე და პეტრე ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ

143
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (7)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სტრასბურგში მიემგზავრებიან. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგში შეხვედრებს გიორგი ჩალაძე და პეტრე ცისკარიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით გამართავენ.

„ევროკავშირის რეზოლუციის შემდეგ, სადაც შავით თეთრზე დაწერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი საქართველოში, ყველამ ნახა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოფიციალურად. ახლა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერები, რომლებიც არიან დაკავებულები და რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, უნდა იყვნენ გათავისუფლებული. იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს პირობები და დათქმები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს.

ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები