დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით უკრაინის მხარდამჭერი სტიკერის გაკვრისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში განმარტავს, სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა.
“5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის.
დღეს “დროას” წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის “თვითნებურად განთავსების” გამო.
პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა”, – წერს ელენე ხოშტარია.