LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია გაჩეჩილაძე: „9 აპრილს გვეგონა, მომავალს ვემსახურებოდით, თურმე შეცდომაში შეგვიყვანეს… პატრიარქისთვის უნდა დაგვეჯერებინა“

207
Untitled design (10)

მომღერალი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ 9 აპრილი შეცდომა იყო. როგორც მან საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ ისინი „შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი“.

მისივე თქმით, „მათ პატრიარქისთვის უნდა დაეჯერებინათ“.

„მე და ზაზა [პაპუაშვილი] იმ აივანზე ვიდექით, სადაც იწყებოდა ეს ყველაფერი 89 წელს, 9 აპრილი და გულზე მჯიღებს ვიცემდით და გვეგონა, რომ საქართველოს მომავალს ვემსახურებოდით, თავისუფლებას, თურმე შეცდომაში ვიყავით შეყვანილები. […]

9 აპრილი იმიტომ ვახსენე რომ შეცდომა იყო, რომ ის იყო სისხლის ღვრა, მე ასე ვფიქრობ დღევანდელი დღიდან. რა თქმა უნდა, ენერგეტიკა დიდი იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირი მაინც იშლებოდა, ჩვენ პატრიარქისთვის უნდა დაგვეჯერებინა, ის ამბავი რომ არ მომხდარიყო, არ მოხდებოდა არც შემდეგ პირველი ხელისუფლების ასეთი ვანდალური შეცვლა, არ მოხდებოდა არც აფხაზეთსა და ოსეთი ასეთი სამოქალაქო დაპირისპირებები, არც თბილისის ომი და არც შემდეგ განვითარებული მოვლენები. ნორმალურად განვვითარდებოდით“, – თქვა გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები