„არც ერთი ადამიანის დაზიანება, უბრალოდ, თმის ღერის მოძრაობაც კი არ შეიძლება და არ ღირს იმის ფასად, რომ ჩვენ რაღაცები მივიღოთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ე.წ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განაცხადა.
როგორც წაქაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, „უნდა აღიარონ, რომ ომის პარტიამ და მისმა კლასტერებმა მოუგეს“.
„ცალ ფეხზე ვერავის დავუდგები – ვერც რუსეთს, ვერც ევროპას და ვერც ამერიკას, მხოლოდ წამოვუდგები ქართველ ხალხს.
რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? ეს იყო ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში არ არის.
როდესაც ხალხი გამოვიდა და ამ ახალგაზრდებმა მოითხოვეს ყოველივე ეს, არც ერთი ადამიანის დაზიანება, უბრალოდ, თმის ღერის მოძრაობაც კი არ შეიძლება და არ ღირს იმის ფასად, რომ ჩვენ რაღაცები მივიღოთ.
ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში ჩვენ მოგვიგო ომის პარტიამ და მისმა კლასტერებმა. მოგვიგეს ამ მიმართულებით.. წაიკითხეთ? სამი ფურცელია, რა წერია შიგნით? არც პუტინის კანონი გაქვთ წაკითხული და არც ეს კანონი“, – მიმართა წაქაძემ ჟურნალისტებს.