LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველანი დავიღალეთ…ეს ჩაიდანი უკვე ადუღდა…ჩემთვის მიუღებელია ის გეზი, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული” – ლუკა ნაჭყებია

248
BeFunky-collage - 2023-03-10T005323.240

არ ვეთანხმები იმ ხალხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიაქანებს, – აღნიშნულის შესახებ „მასტერშეფის“ ჟიურის წევრმა ლუკა ნაჭყებიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ყველანი დავიღალეთ და რაღაცები აღარ გაგვდის. ეს ჩაიდანი უკვე ადუღდა. მიხარია, რომ ყველას კონკრეტული მიზანი გვაქვს. ამ შემთხვევაში იყო ეს კანონი, რომელიც აბსოლუტურად არაკონსტიტუციური იყო და ჩამორჩება თანამედროვე სამყაროს 70 წლით მაინც.

მოხდა უსამართლო დაჭერები. ხელისუფლება შემდეგ მიხვდა, რომ ისინი ჩვენი დაქირავებულები არიან და ხელფასს რეალურად ჩვენ ვუხდით. ჩემთვის მიუღებელია ის გეზი, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული. არ ვეთანხმები იმ ხალხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიაქანებს”, – ამბობს ლუკა ნაჭყებია.

ლუკა ნაჭყებია: თუ შიდა არეულობის და დაპირისპირების გამოწვევა არ გინდა ქვეყანაში, რატომ შეიძლება ეს კანონი შეიმუშაო

ცნობისთვის, პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი