კონკურსის „წლის ქალური ავტომობილი“ გამარჯვებული ცნობილია. 2023 წელს მშვენიერი სქესისთვის განკუთვნილ ავტომობილთა შორის საუკეთესოს წოდება კომპაქტურმა კროსოვერმა Kia Niro-მ მოიპოვა. მოდელი მოდური დიზაინის, გასაგები და ამავდროულად თანამედროვე ტექნოლოგიების, ასევე შედარებით ხელმისაწვდომი ფასის გამო შეაქეს. ამასთან, Kia Niro მხოლოდ „მწვანე“ ვერსიებში იყიდება: ორი ჰიბრიდია და ერთიც ელექტროქარი.
„წლის ყველაზე ქალური ავტომობილი“ 43 ქვეყნის წარმომადგენელმა 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა აირჩია. პირველობისთვის 6 პრეტენდენტი იბრძოდა Kia Niro (იგივე „საუკეთესო საქალაქო ავტომობილი“), Jeep Avenger (ოჯახური კროსოვერი), Citroën C5 X (დიდი ავტომობილი), Nissan X-Trail (დიდი კროსოვერი), Audi RS 3 (სპორტქარი) და Ford Ranger.
რაც შეეხება გამარჯვებულს, ელექტრონული Niro 204 ძალის ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი და 64,8 კილოვატ საათიანი ელემენტით მუშაობს. საპასპორტო მონაცემებით, მოდელის სვლის მარაგი 463 კილომეტრია.