LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქ ეყრება საძირკველი საქართველოში უახლოესი წლების ტურისტული ინდუსტრიის მომავალს და ამ დროს “ბიბისის” ახალი ამბები დღეს დილით იწყება თბილისის ქუჩებში მომხდარი “ქაოსის” კადრებით” – ალავერდაშვილი 

141
დ (22)

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ბერლინიდან ეხმაურება. შეგახსენებთ, გერმანიის დედაქალაქში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 მიმდინარეობს, რომლის მასპინძელი ქვეყანა წელს საქართველოა. საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

“ეს არის საქართველოს ულამაზესი სტენდი ბერლინში. აქ ვართ ტურიზმის სექტორში მომუშავე უამრავი ქართული კომპანია; აქ დაიხარჯა საკმაოდ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი; აქ, სადაც მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი, აქაც კი რუსეთის ადგილი არ არის; აქ ეყრება საძირკველი საქართველოში უახლოესი წლების ტურისტული ინდუსტრიის მომავალს და ამ დროს “ბიბისის” ახალი ამბები დღეს დილით იწყება თბილისის ქუჩებში მომხდარი “ქაოსის” კადრებით. თითოეულ ჩვენგანს გვეამაყება ბერლინში მასპინძლის ამპლუაში ყოფნა, გვეამაყება რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი “გიჟური” შრომის შედეგად მაინც ვახერხებთ და აქტიურად ვამკვიდრებთ საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. დიახ, ჩვენი ადგილი აქ არის, დიახ ჩვენი ადგილი ევროპაშია”, – წერს შალვა ალავერდაშვილი.

 

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან 

“მქონდა პატივი, ბერლინში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ვყოფილიყავი მასპინძელი” – ღარობაშვილი ITB Berlin-ზე