LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ იცის, რომ მისი ცოლი მათი შვილის ძმაკაცთან იწვა და დღემდე ყველა მე მეკითხება, მეტკინა თუ არა სილის გაწვნა…?! – კრის როკი

3324
page

ახლოვდება „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი და ყველას  უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირება ახსენდება. ზუსტად ერთი წლის წინ, სმიტმა ვერ მოითმინა როკის უკბილო ხუმრობა მის მეუღლეზე და მას სახეში სილა გააწნა. კომიკოსი  მომხდარ ინციდენტს ბევრჯერ გამოეხმაურა და იუმორისტულ გამოსვლებში ხშირადაც იხუმრა ამის შესახებ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ კრის როკის ხუმრობა აშკარად გასცდა იუმორისტულ ჭრილს.

„ყველამ იცის, რომ მისი ცოლი მათი შვილის ძმაკაცთან იწვა და დღემდე ყველა მე მეკითხება, მეტკინა თუ არა სილის გაწვნა…?! მისმინეთ, მან უილს გაცილებით მეტად ატკინა, მას ყველა კახპას ეძახის და სმიტმა რატომღაც ჩემთვის მოინდომა სახეში გარტყმა“, – განაცხადა ერთ-ერთი ბოლო „სთენდ-აფის“ დროს როკმა.

შეგახსენებთ, უილ სმიტმა ყოფილ მეგობარსა და კოლეგას, სილის გაწვნისთვის ბოდიში უკვე არაერთხელ მოუხადა.

ვიდეო: „აქ გეტყვი ყველაფერს“ – უილ სმიტმა კრის როკს ბოდიში საჯაროდ მოუხადა

„დიახ, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მე მსხვერპლი არ ვარ“ – კრის როკი უილ სმიტთან დაპირისპირების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები