LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გომელაურის მასტერკლასი დემოკრატიულ მსოფლიოს! აწი რაც არ უნდა მოხდეს, შსს-მ უშეცდომოდ იმუშავა. ვამაყობთ თქვენით“ – „ხალხის ძალის“ წევრი გუშინდელ აქციაზე

193
თამარ ჩიბურდანიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე შსს-ს მხრიდან, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას „გომელაურის მასტერკლასს“ უწოდებს და წერს:

„ვახტანგ გომელაურის მასტერკლასი დემოკრატიულ მსოფლიოს აწი რაც არ უნდა მოხდეს, შსს-მ უშეცდომოდ იმუშავა. ვამაყობთ თქვენით!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

„ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ! წამებში მოხდა ეს ამბავი – 76 ხმა და იქვე ბრძანება – გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან!!!“ – ხათუნა სამნიძე

მომიტინგეების დასაშლელად შსს-მ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია შუაღამემდე გაგრძელდა.

„თუ სახელმწიფოს ჯაშუშების გეგმებისგან არ დავიცავთ, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, სუვერენიტეტსაც დავკარგავთ“ – კობახიძე

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები აქციიდან