ტელეკომპანია „კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა.
როგორც კადრებიდან ირკვევა, მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.
„გიორგი კინაღამ მოვკვდი, ჰაერი არ მეყო, ძლივს მოვაღწიე აქამდე, სასწრაფო რომ დავინახე გამიხარდა, მეგონა ვკვდებოდი. ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს. ნუ უშვებთ ამ გზას, ვიღაც მოკვდება, ნუ აკეთებთ ამას”, – აღნიშნა ჯანგირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული – არიან დაშავებულები
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა