საქართველოს ფოსტამ საქველმოქმედო საფოსტო მარკა გამოსცა. მარკის სახელწოდებაა “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები – 100 წელი”.
“ყოველი გაყიდული მარკიდან 1 ლარი გადაირიცხება კასპის მუნიციპალიტეტში და მოხმარდება სოფელ ხოვლეში არსებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას.
მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით”, – აღნიშნულია საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.