რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, როდესაც უგზოობის პირობებში მართავ ისეთ ავტომობილს, რომელსაც აქვს ექვსი წამყვანი თვალი. ჭუჭყი, მძლავრი ხმა ძრავიდან და ადრენალინის მოზღვავებული რაოდენობა, თქვენს თავგადასავალს დაუვიწყარს გახდის.
ექვსწამყვანთვლიანი (6×6) Toyota Hilux ადვილად გადალახავს ნებისმიერი სახის დაბრკოლებას, ის მუდამ მზადაა მაქსიმალურად ასიამოვნოს მძღოლს. თუმცა, დამერწმუნეთ, არანაკლები სიამოვნებაა მის მიერ გადალახულ დაბრკოლებებს ვირტუალურადაც შეავლოთ თვალი.