თორნიკე ჯგერნაია “იმედის” ეთერში, გადაცემა “სხვა რაკურსს” სტუმრობდა, სადაც მან თავისი უველირო კოლექცია საკმაოდ ორიგინალური ფორმით – პერფორმანსით, “18+”, წარმოადგინა. ამ უკანასკნელში თორნიკე თავადაც იღებდა მონაწილეობას, პარტნიორობას კი კესარია აბრამიძე უწევდა.
მოგვიანებით ჯგერნაიამ სოციალურ ქსელში გადაცემიდან რამდენიმე ფოტო გააზაიარა და თან ვრცელი პოსტი დაურთო.
“დიახ მე ვარ თორნიკე ვარ და დიახ ჯგერნაია, აი ის წითელ პარასკევს რომ… მაგრამ გარდა ჩემი ‘სტიგმებისა’ მე ვცხოვრობ! მიხარია! მწყინს! ვსუნთქავ! ვტირი! მეცინება და ა.შ კიდევ იცით მე ხელოვანი ვარ და შემოქმედი ) ‘არტისტი’ და მშინ როდესაც თქვენ იძინებთ, მე ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯდები და დილამდე ვმუშაობ უფრო სწორად “ვშევმოქმედებ’ ვცდილობ ჩემს სამკაულებში გადმოვცე ჩემი ცხოვრებისეული ემოციები, შემდეგ ამ ემოციებს ფიზიკური ფორმა მივცე რეალობაში ‘პერფორმანსის’ სახით და დამთვალიერებლამდე მივიტანო! როდესაც თქვენ იღვიძებთ მე ვიძინებ! იცით რატომ? მე მიჭირს თქვენთან საერთო ვერბალური ენის გამოძებნა, და ამიტომ ერთ მშვენიერ დღესაც ჩემი გამოფენით გესაუბრებით…
ემოციები ყოველთვის სხვადასხვაა, ამიტომ განსხვავებულია ჩემი შემოქმედებაც! ხელოვნებაში არ არსებობს კანონი რომ ის იყოს მხოლოდ “ლამაზი ხედები და ლამაზი ყვავილები” მე კონცეპტუალისტი ვარ, მეამბოხე სულიც მაქვს, ბევრი რამე არ მომწონს, და ზოგადად ვცდილობ ჩემი ცხოვრებით თუნდაც ერთი ნაბიჯით უკეთესი გახდეს ცხოვრება ამ სამყაროში… თუნდაც იმდენი წუთით მაინც რამდენიც ჩემი პერფორმანსები გრძელდება ღრმად დავაფიქრო ადამიანები სიკეთეზე, ბოროტებაზე, სიმახინჯეზე, სილამაზეზე და ასე შემდეგ… ეს კოლექციაც ’18+’ მორიგი ფურცელია სადაც ბევრ ფერში დამალული ბევრი პრობლემაა, თუმცა როდესაც ‘ყიდი უბიწოებას’ ბიწიერებაც მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ აპკ ქვეშ დამალულ ‘სულიერ სიმახინჯეთ’ რჩება… ეს ჩემი სამყაროა! ჩემი აღქმული სამყარო! და ჩემი აღთქმული ‘შემოქმედება’ რომელიც შეგიძლიათ არ მიიღოთ!!!
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარს და ამ პერფორმანსის 18+ მთავარ გმირს და კოლექციის წარმდგენს კესარია აბრამიძეს და განვმეორდები რომ შეუდარებელია და ის ნამდვილად იყო კოლექციის ბოლო შტრიხი.
რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს და სხვა რაკურსს პროდიუსერებს მაია სტეფნაძეს, მანონი ოქრუაშვილს და წამყვან გია ჯაჯანიძეს არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გითხრათ, რადგან ვთვლი რომ კარგ საქმეს ემსახურებით, ხელოვნება და ‘ხელოვნების’ პროპაგანდა სხვა არაფერია თუ არა შეუფასებელი სიკეთე! სიკეთე კი ყველაზე დიდი საქმე და შეფასებაა ჩვენს დროებაში! მიყვარხართ თქვენ მე” – წერს თორნიკე სოციალურ ქსელში…