LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუდამ უკმაყოფილო ვიქტორია და მისის მოღიმარი რძალი – „ბექჰემების კლანი“ ამჯერად პარიზის ქუჩებში ფერად ტანისამოსში გამოჩნდა

412
Untitledrere

„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში ვიქტორია ბექჰემის 2023/24 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. პარიზს ოჯახი სრული შემადგენლობით ეწვია. მათი ოჯახური ფოტო უკვე გავრცელდა. ამჯერად „ბექჰემების კლანი“ პაპარაცებმა პარიზის ქუჩებში გადაიღეს, ისინი ბრუკლინის 24-ე იუბილეს აღსანიშნავად მიემართებოდნენ.

ბექჰემები ფერად ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი. მათ თან ახლდათ მილიარდერი რძალი, ნიკოლა პელტცი, რომელსაც მოღიმარი სახე ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით ვიქტორიაზე, ის ჩვეული მკაცრი იერით მიემართებოდა მეუღლესთან ერთად ქუჩებში. რაც შეეხება მის ჩაცმულობას, დიზაინერს საკუთარი ბრენდის მწვანე შარვალი და ვარდისფერი ზედა ამშვენებდა.

„გულწრფელი ღიმილი თუ მოჩვენებითი ბედნიერება?“ – „ბექჰემების კლანის“ უახლესი ფოტოები „პარიზის მოდის კვირეულიდან“

დედამთილის მიერ „ჩაშლილი“ ქორწილის შემდეგ, ნიკოლა პელტცი მეორე ქორწილის გადახდას გეგმავს

ვიქტორიასთან კონფლიქტის გამო, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი, დევიდ ბექჰემის ფილმის პრემიერას არ დაესწრნენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები