იუმორისტმა, „კომედი-შოუს“ ერთ-ერთმა სახემ, ვახო ბიჭიკაშვილმა საქართველო ცოტა ხნის წინ დატოვა და ის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში იუმორისტი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის რამდენ ხანს დარჩება ამერიკაში.
როგორც ვახო ბიჭიკაშვილი აღნიშნავს, ის ერთ-ერთ კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს.
„ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკაში ვიმყოფები. ეს გადაწყვეტილება ჩემი საქმიდან გამომდინარე მივიღე. ერთდროულად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით და ქართველ დიასპორასთან, რომელიც იზრდება და იზრდება. მათთვის პერიოდულად ტარდება ქართული კულტურული ღონისძიებები და ამ ადამიანების გვერდით ვარ.
არ მაქვს განსაზღვრული რამდენი ხანი დავრჩები. აქ გამოქცეული არ ვარ, საქმის საკეთებლად ჩამოვედი და როგორც ჩემს საქმეს წაადგება, ისე მოვიქცევი. ამ ქვეყანას მიჩვეული ვარ, დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს დიდი მანძილი მაშორებს, თავს უცხოდ არ ვგრძნობ. ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა და ძალიან მიყვარს“, – ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი.