ნინი ბადურაშვილი და მისი პატარა გოგონა, ელენიკო კუტალაძე, ძიძასთან ერთად, „ქორთიარდ მარიოტში“ გვესტუმრნენ, „ფორტუნას“ ფოტოსესიისთვის. ელენე ძალიან აქტიური ბავშვი აღმოჩნდა, მთელი სასტუმრო შემოირბინა და დამალობანაც გვეთამაშა, ამ დროს კი ნინის მაკიაჟს ანუკა მურვანიძე უკეთებდა.
მალე გადაღება დაიწყო. ელენეს მოეწონა კამერასთან ურთიერთობა და ფოტოგრაფს ძალიან ბევრი ღიმილიც აჩუქა. ფოტოსესიის შემდეგ ნინის ბევრ თემაზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, როგორია მისთვის დედობა…
ნინი ბადურაშვილი:
ელენიკო ძალიან კომუნიკაბელური და გახსნილია, რაც ძალიან მომწონს. არ არის შებოჭილი და კომპლექსიანი, მე უფრო წყნარი ვიყავი, თუმცა კონტაქტური, ელენიკო უფრო ცელქი და აქტიურია, ჩემგან განსხვავებით. იხილეთ სრულად (ფოტოები)…