ლიონელ მესის სურს ერაყელ ბიჭუნას დაეხმაროს, რომელმაც მისი მაისური პოლიეთილენის პაკეტისგან გააკეთა. ცხელ წერტილში გადაღებულმა ფოტომ სოციალური ქსელი ააფეთქა. ბიჭუნას ფოტო, რომლის ”ქმნილებაც” არგენტინის ნაკრების მაისურს ჰგავს, თურქი გულშემატკივრების ბლოგებში გაჩნდა და ინტერნეტს მალე მოედო.
”ტვიტერის” მომხმარებლებმა პატარა ქალაქის, დახუკის მაცხოვრებელი ბიჭის მოსაძებნად კამპანია წამოიწყეს, რადგან სურთ მესის ნამდვილი მაისური აჩუქონ. ფლეშ-მობის შესახებ არგენტინელმაც შეიტყო და ბიჭუნას დახმარების სურვილი გამოთქვა.
დახუკი ერაყში რიგით მეოთხე ქალაქია, რომელშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.