ბექჰემებმა მეზობლების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს. ტაბლოიდების ინფორმაციით, ვიქტორიასა და დევიდს დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოები აქვთ. წყვილი მუდმივად ცვლის დიზაინს და ხმაურიანი სამუშაოები არც საახალწლო დღესასწაულებზე არ შეუჩერებიათ. ამის გამო, მათ მეზობელთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ ფეშენებელური სახლის რემონტი უკვე მეორე წელია გრძელდება და მუშებს მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეუსვენიათ.