ლეო მესიმ ოქროთი დამშვენებული 35 აიფონი იყიდა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებისთვის.
ამის შესახებ აცნობა ბენჟამენ ლიონმა, კომპანია Indesign Gold-ის თავკაცმა, რომელიც ტელეფონების მორთვითაა დაკავებული.
„პატივი იყო 35 ოქროს iPhone 14-ის დამზადება ლეო მესისთვის. მან ის თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბისთვის შეუკვეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების საჩუქრად“, – დაწერა მან.
აიფონის უკანა მხარეს ფეხბურთელების გვარი და სათამაშო ნომერი წერია.
The Sun წერს, რომ მესიმ ამ აიფონებზე დაახლოებით 175 ათასი ფუნტი დახარჯა.