ტურიზმის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” გენერალურ დირექტორს თამარ ჩიგოგიძეს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო გადაეცა. “წისქვილი ჯგუფის” ახალ სივრცეში “თეატრი”, Welcome to Georgia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მერვე ცერემონია გაიმართა, რომელსაც ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე 23 განსხვავებულ ნომინაციაში კერძო სექტორის 350-ზე მეტი მონაწილიდან გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიას 600-მდე სტუმარი დაესწრო.
დაჯილდოების შემდეგ რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ჰოლდინგი ტურიზმის სფეროს წახალისებისთვის მუდმივად მუშაობს.
“რადიო ჰოლდინგ “ფორტუნა” მრავალი წელია ქმნის პროექტებს გადაცემებს, რუბრიკებს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. ჩვენთვის დიდი პატივია ეს ჯილდო და რაც მთავარია ნდობა, რაც მოგვანიჭა welcome to Georgia’s გუნდმა. “რადიო ჰოლდინგ ფორტუნა” 8 წელია პარტნიორობას უწევს ამ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დიდი სტიმულია ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მოტივაცია კომპანიებისთვის, იყვნენ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე”, – აცხადებს თამარ ჩიგოგიძე.
ღონისძიება, სახელწოდებით Welcome to Georgia-ს 2015 წლიდან იმართება და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს აერთიანებს.
“ფორტუნა უკვე რამდენიმე წელია ოქროს ტოპათეულში გამარჯვებულია” – რადიო ჰოლდინგი „წლის ლიდერი“ გახდა
„წლის ლიდერი“ – მედიაჰოლდინგი „ფორტუნა“ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია
თამარ ჩიგოგიძე: „რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 25 წელია, ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს რადიოინდუსტრიაში!..“